logo
ENG



TI: სამინისტრომ იუსტიციის ახალი სახლის ფართი ოცნების შემომწირველის კომპანიისგან იქირავა

19 აგვ 202415:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/19/8hcpk69yafak292.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ იუსტიციის ახალი სახლის ფართი ბათუმში ქართული ოცნების შემომწირველი ბიზნესმენის, გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა. TI-ის ცნობით, იჯარაში ჭყონიას კომპანია სახელმწიფოსგან ყოველწლიურად 704 880 ლარს მიიღებს. 

ორგანიზაციის ცნობით, ბათუმი ცენტრალში ბათუმის N2 იუსტიციის სახლი მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნა, მთავრობამ ჭყონიასგან სულ 445 კვადრატული მეტრის ფართი იქირავა და ერთ კვადრატულ მეტრზე 132 ლარს უხდის. იჯარის ხელშეკრულება 3-წლიანია და ჭყონიას კომპანია ამ პერიოდში 2 114 640 ლარს მიიღებს. 

გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და ოცნების მსხვილი შემომწირველია. ის 20 კომპანიის წილს ფლობს და 3 კომპანიას ხელმძღვანელობს. ჭყონია აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით, 335 638 719 ლარი მიიღო. 

ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა 2013 წლიდან დღემდე ოცნებას და მის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1 500 000 ლარზე მეტი შესწირეს, მათ შორის 135 000 ლარი - მიმდინარე წლის ივლისში. მის კომპანიებს კი სახელმწიფო შესყიდვებიდან 350 მილიონ ლარამდე აქვთ მიღებული, მათ შორის 15 მილიონი ბოლო 9 თვეში. 


close დახურვა