logo
ENG



ომბუდსმენი რუსული კანონის 4 სარჩელზე საკონსტიტუციოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს

22 აგვ 202412:13
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული 4 სარჩელის განხილვის პროცესში სამართლებრივად ჩაერთვება.

ფორმულასთან საუბრისას ის ადასტურებს, რომ აპარატი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს და ამ ფორმით დააფიქსირებს პოზიციას.

"ამ ეტაპზე რაც ნამდვილად გადაწყვეტილი გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ წარვადგენთ სასამართლო მეგობრის მოსაზრებას, რომელიც დაერთვება იმ სარჩელებს, რომელიც ჩემი აზრით, კიდევ უფრო დაეხმარება სასამართლოს, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეხმიანება აბსოლუტურად ყველა სარჩელს, რომელიც წარდგენილია სასამართლოში. ეს არ არის რომელიმე მხარის სასარგებლოდ წარდგენილი მოსაზრება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შექმნილი დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს ეხმაურება უფრო სწორი გადაწყვეტილების მიღებაში", - ამბობს ლევან იოსელიანი.

საკონსტიტუციო სასამართლო არსებით განხილვამდე რუსული კანონის ამოქმედების შეჩერების საკითხს გამწესრიგებელ სხდომაზე 29-30 აგვისტოს განიხილავს.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელი შევიდა - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ თქვა, რომ სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდება.


close დახურვა