logo
ENG



ვის გაეთიშება დღეს დენი

23 აგვ 202409:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/23/g44twf56c6ovimm.jpg

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, გელოვანის, სარაჯიშვილის, თოფურიძის,  ფარჯიანის, გაბაშვილის, მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გაბაშვილის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, გელოვანის, სარაჯიშვილის, თოფურიძის,  ფარჯიანის, გაბაშვილის, მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, V მიკრორაიონების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, სუხიშვილის, თაყაიშვილის, ნიკოლოზ ლანდიას და  რაფაელ დვალის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მეტროსადგური "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.


close დახურვა