logo
ENG



რუსეთის კოლონიაში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს - არიან დაღუპულები

23 აგვ 202415:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/23/zms6o60lnrhv9as.jpg

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, N19 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. აჯანყების შედეგად დაღუპულია ციხის ადმინისტრაციის 3 თანამშრომელი, რამდენიმე ბადრაგი მძევლად არის აყვანილი. შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი უკვე მივიდა.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის მძევლების გასათავისუფლებლად სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მედიებში იწერება, ბუნტის ორგანიზატორები თავს ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრებად აიდენტიფიცირებენ. 

როგორც ცნობილია, ბუნტი სულ მცირე სამმა პატიმარმა დაიწყო. ამასთან, კოლონიის ხელმძღვანელმა გაქცევა მოახერხა და ახლა რეანიმაციაშია.

პატიმრებმა მოთხოვნები წამოაყენეს. მათ ორი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი უნდათ.

 

 

 


close დახურვა