logo
ENG



როსტოვში ნავთობბაზა იწვის

28 აგვ 202411:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/28/quduqnz062innti.jpg

როსტოვის ოლქში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის მტკიცებით, უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა.

ასევე, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი ამბობს, რომ ისეთ ობიექტთან, რომელიც მარტივად ფეთქდება ორი დრონი ჩამოაგდეს.

ASTRA-ს საინფორმაციო არხის ცნობით, უკრაინამ ხუტორ მალაია-მეჟენკაში მდებარე საბრძოლო მასალების ობიექტს დაუმიზნა.

გასულ კვირას უკრაინამ როსტოვში კიდევ ერთ ნავთობობიექტს შეუტია, სადაც ხანძრის ჩაქრობას დღესაც ვერ ახერხებენ.


close დახურვა