logo
ENG



პაპუაშვილის თქმით, ენმ-ის სამართლებრივ დევნაზე კრიტიკა დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება

28 აგვ 202416:59
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილის თქმით, ენმ-ის სამართლებრივ დევნაზე კრიტიკა დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ კრიტიკა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ის თავის ფეისბუქპოსტში წერს.

"ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიციირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება, ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს. ხოლო, განცხადება, თითქოს განზრახულია "ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა", უბრალოდ დეზინფორმაციაა.

იმ ფონზე, როცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ" დაადგინა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ციხეებში შექმნილი იყო "სისტემური ძალადობის და წამების" სისტემა, ამ რეჟიმის შემქმნელი პარტიის გამოსარჩლება წარმოადგენს ძალადობაზე დამყარებული მმართველობის დანაშაულებრივი ხასიათის დაკნინებას და სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების მიმართ უპატივცემულობას", - წერს პაპუაშვილი.

ოცნების განცხადების თახმად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ "სამართლებრივ პროცესს", რომლის შედეგადაც ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მისი "სატელიტი თუ მემკვიდრე" პარტია" არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. 


close დახურვა