logo
ENG



ზელენსკი კურსკის ოპერაციაზე: ვაგრძელებთ ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას

28 აგვ 202422:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/28/a04hclfozxuum4c.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აგრძელებენ რუსეთის იმ ტერიტორიების გაფართოებას, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშაა. 

"ჩვენ ვაგრძელებთ საზღვართან მდებარე გარკვეულ რაიონებში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. 

მისივე თქმით, უკიდურესად მძიმე ვითარებაა დონეცკის ოლქში. 

"ჩვენი თითოეული დანაყოფის გამძლეობა და ოკუპანტების განადგურების უნარი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ სამხედროს და თითოეულ მეთაურს, ვინც ამ პოზიციაზეა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 


close დახურვა