logo
ENG



ხარკივში რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაზარალებული

01 სექ 202412:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/01/mzvuenx4qpea4e6.jpg

რუსეთის მხრიდან ხარკივზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკივის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

გუბერნატორის თქმით, რამდენიმე შენობა დაზიანდა, რამაც ხანძარი გააჩინა. 

ასევე, დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის სერხი ლისაკის ცნობით, ორი დრონი ჩამოაგდეს რეგიონში, რის შედეგადაც 72 წლის ქალი და 66 წლის კაცი დაიჭრა. ხანძარმა გამოიწვია ელექტროგადამცემი ხაზების, ასევე ბენზინგასამართ სადგურის, საწარმოს, მაღალსართულიანი კორპუსების, სახლებისა და საწყობების დაზიანება.


close დახურვა