logo
ENG



დრონებით შეტევა რუსეთზე - მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

22 ივნ 202612:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/22/g1y96t7wsfep5aw.png

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოსკოვს კვლავ უკრაინული დრონები უტევენ.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დილისთვის უკვე 70-მდე დრონი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, საგანგებო სამსახურები მუშაობენ ლოკაციებზე, სადაც ფრაგმენტები ჩაცვივდა, სხვა დეტალები განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.

დრონების შეტევა რუსეთში შუაღამიდან დაიწყო, ვიდეოები ადგილობრივებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს, ერთ-ერთ კადრში ჩანს, რომ ხელისუფლებამ საჰაერო თავდაცვის სისტემა მოსკოვის ნავთობ-გადამამუშაევებელ ქარხანასთან ახლოს ხიდზე განალაგა.

დილიდან მოსკოვის დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს. მანამდე, შეზღუდვები დაწესდა შერემეტიევოს აეროპორტშიც.


close დახურვა