logo
ENG



პუტინი ირონიულად ამბობს, რომ კამალა ჰარისს მხარს დაუჭერს

05 სექ 202416:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/05/nue2w74bz8s48hf.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩევნებზე საუბრისას ირონიულად ამბობს, რომ კამალა ჰარისს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მან აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე თქვა.

"რაც შეეხება ფავორიტებს, ეს ჩვენი განსასაზღვრი არაა. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია. ჩვენი ფავორიტი, ასე ვთქვათ, ბატონი ბაიდენი იყო. ის არჩევნებიდან მოხსნეს, მაგრამ მან რეკომენდაცია გაუწია ქალბატონ ჰარისს და ჩვენც ასე ვიზამთ, მას მხარს დავუჭერთ" - თქვა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობის დროს, რუსეთს უამრავი სანქცია დაუწესა და მას "იმედი აქვს, რომ ჰარისი მსგავსი ნაბიჯებისგან თავს შეიკავებს".


close დახურვა