logo
ENG



ერდოღანის თქმით, ისლამურმა სახელმწიფოებმა ისრაელის წინააღმდეგ ალიანსი უნდა შექმნან

08 სექ 202411:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/08/vwl3e00rje0ahjv.jpg

Reuters-ის ცნობითთურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისლამურმა სახელმწიფოებმა ისრაელის მზარდი ექსპანსიონიზმის წინააღმდეგ ალიანსი უნდა შექმნან.

ერდოღანმა თურქ-ამერიკელ ქალზეც ისაუბრა, რომელიც 6 სექტემბერს ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას დაიღუპა

"ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც ისრაელის ქედმაღლობასა და მის სახელმწიფო ტერორიზმს დაასრულებს ისლამური ქვეყნების ალიანსის შექმნაა" - აღნიშნა ედროღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა ამ საკითზე უკვე აქტიურად მუშაობს და მაგალითად, ეგვიპტესთან და სირიასთან კავშირებს კიდევ უფრო აუმჯობესებს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ერდოღანის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სახიფათო ტყუილი და წაქეზება იყო. ასევე დაამატა, რომ თურქეთის ლიდერი ირანთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, რათა რეგიონში არსებული ნეიტრალური არაბული რეჟიმებისთვის ძირი გამოეთხარა.

ამ კვირაში, ერდოღანმა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის ანკარაში უმასპინძლა, სადაც ღაზის სექტორში მიმდინარე ომი და მათი დიდი ხნის გაყინული ურთიერთობების შემდგომი აღდგენის გზები განიხილეს.

 


close დახურვა