logo
ENG



ვაშაძე: როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია იყოს არასამთავრობო?

09 სექ 202416:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/09/jpcdh86v7nve32l.jpeg

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას სურს, ქვეყნის ძარცვის უფლება შეინარჩუნოს. ასე ეხმაურება ის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მთავრობა "ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი" არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის.

ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ დანიშნოს ორგანიზაციები, როგორც ეს ხდება რუსეთში.

ვაშაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები კორუფციულ სქემებს ვერ გამოიძიებენ.

"ირაკლი კობახიძემ დღეს ყველას პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა. აი, თურმე, რატომ ებრძვიან არასამთავრობო სექტორს, რა აღელვებს კობახიძეს, ივანიშვილს, მის დაჯგუფებას? ამ კითხვებზე პასუხი პირდაპირ გვითხრა ირაკლი კობახიძემ, მათ აწუხებთ, რომ კორუფციულ ფაქტებს როდესაც ავლენს სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს მათთვის არის მიუღებელი. მათ უნდათ, რომ ქვეყანა ძარცვონ, მათ უნდათ, რომ ძარცვის უფლება შეინარჩუნონ. და ახლა არასამთავრობო, ხაზს ვუსვამ არასამთავრობო, სიტყვაშიც კი ჩანს არასამთავრობო ორგანიზაციები მათ უნდათ, რომ აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად. შეხედეთ, რაშია საქმე, ისინი ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიუკერძოებლები კი არ უნდა იყვნენ, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდათ, რომ დააფინანსონ, რომ ისინი აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად.

როგორც პროკურატურა, ანტიკორუფციული თუ სამართალდამცავი ორგანოები ხელს აფარებენ მათ კორუფციულ ძარცვის გეგმებს, ისე დააფაროს უკვე ამ სამთავრობო ორგანიზაციებმა "არასამთავრობო ორგანიზაციების" სახელით მათ მიერ კორუფციულ სქემებს.

აი, მეგობრებო, ზუსტად ეს არის, რატომაც ვერ ვიღებთ 14 მლრდ ევროს ევროკავშირისგან. 14 მლრდ ევროს საქართველო მიიღებს ევროკავშირისგან, თუ არსებობს გარანტია ამ 14 მლრდ ევროს არავინ არ მიითვისებს. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები არის ამის გარანტია, მიუკერძოებელი ანტიკორუფციული ინსტიტუცია, რომელსაც ჩვენ გეუბნებით.

კობახიძე კიდე რას ამბობს? ჭირსაც წაუღია 14 მლრდ, მთავარია ჩვენმა ივანიშვილის გარემოცვამ ძარცვოს ეს ქვეყანა. ანუ მას უნდა, რომ დანიშნოს ორგანიზაციები, როგორც ეს ხდება რუსეთში, დაარქვას მათ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, დააფინანსოს მათი ბიუჯეტიდან, მოკლას მათი მიუკერძოებლობა და ძარცვოს ქვეყანა, გაგაღარიბოთ თქვენ და გამდიდრდნენ თვითონ. ეს აღიარებითი ჩვენება მოგვცა დღეს ირაკლი კობახიძემ. როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები იყვნენ არასამთავრობო? არასამთავრობო ორგანიზაცია იმიტომ არის, რომ მას მთავრობა არ აფინანსებს და ის არის მთავრობის მაკონტროლებელი, რაში იხარჯება ფული, ვინმემ ხომ არ მიითვისა? ამაშია რეალურად საქმე, ამას ებრძვის ქართული ოცნება, მას უნდა ძარცვის უფლება შეინარჩუნოს და ფაქტობრივად მოკლას დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახით მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათ უკონტროლებენ ხარჯებს, ტენდერებს, ჯიბეში, რომ ფულს იდებენ.

ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არა მხოლოდ 14 მლრდს ვერ მივიღებთ, რომელზეც ჩვენ ვართ ამის გარანტი და ჩამოვიტანთ საქართველოში, არამედ იმ პროექტებსაც, რომელიც დღეს ევროპიდან ფინანსდება", - თქვა ვაშაძემ.

საგრანტო პროგრამაზე განცხადება კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როცა საუბრობდა ორგანიზაციებზე, რომლებიც რუსული კანონის ფარგლებში "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად" დარეგისტრირდნენ.


close დახურვა