logo
ENG



შვედეთი უკრაინისთვის 400 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს

09 სექ 202421:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/09/9eic2d4uqwg2utp.png

შვედეთი უკრაინისთვის 400 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. შესაბამისი განცხადება შვედეთის ხელისუფლებამ გააკეთა. 

შვედეთის მთავრობის ცნობით, ახალი დახმარების პაკეტი ჯავშანტრანსპორტიორ PBV 302-ის შემნიღბველ მოწყობილობებს და Robot System 70 ტიპის გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს შეიცავს. ასევე პაკეტში შედის ჯავშანსატანკო და მცირეკალიბრის ჭურვები, თოფები და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ყუმბარმტყორცნები, დამცავი აღჭურვილობა, ჩაფხუტი და ზამთრის ფორმა.

გარდა ამისა, სტოკჰოლმი კიევს Combat Boat 90 მოდელის საბრძოლო კატერებს გადასცემს და კატერებისთვის განკუთვნილ შესაბამის აღჭურვილობას.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გადასცემს შვედეთი უკრაინას ჩამოთვლილ აღჭურვილობას. 


close დახურვა