logo
ENG



ჰამასი: ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის უსაფრთხო ზონაში 40 ადამიანი დაიღუპა

10 სექ 202413:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/10/f5u9bayfiytr9br.jpg

ჰამასის ცნობით, ღაზის სამხრეთით, ისრაელის მიერ ჰუმანიტარულ ზონაზე თავდასხმების შედეგად მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათი თვითმფრინავი ხან იუნისში მდებარე ოპერაციულ ცენტრს დაესხა თავს, რომელიც ჰამასის მებრძოლებს ეკუთვნოდათ. ამასთან, მათი მტკიცებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების რისკის შესამცირებლად ზომები მიიღეს.

"დარტყმის დაწყებამდე მრავალი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების რისკის შესამცირებლად, მათ შორის ზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენება, საჰაერო მეთვალყურეობა და დამატებითი საშუალებები", - განაცხადა IDF-ის სპიკერმა.

ადგილობრივების თქმით, სამი დარტყმის სამიზნე იყო კარვები, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ - ალ-მავასის ჰუმანიტარულ ზონაში, ქალაქ ხან-იუნისის დასავლეთით, დარტყმებმა შვიდი მეტრის სიღრმის ღრმულები გააჩინა.

"ორმოცი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა, ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ იმყოფება", - აღნიშნა ჰამასის სამოქალაქო თავდაცვის ორგანოს ოპერაციულმა დირექტორმა.

ჰამასმა უარყო ისრაელის არმიის მტკიცება, რომ ამ მხარეში დაჯგუფების მებრძოლები იმყოფებოდნენ.

 

 
 

 

 


close დახურვა