logo
ENG



აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით მილიარდნახევარი დოლარით დაეხმარებიან

11 სექ 202423:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/11/0egst2ggwejzf5y.jpg

კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეივიდ ლემიმ უკრაინისთვის დამატებით ფინანსური დახმარების პირობა დადეს.

ბლინკენმა 700 მილიონ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ განაცხადა, ხოლო ლემიმ - 782 მილიონი დოლარის..

ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული, რომელსაც რუსეთმა არაერთხელ დაარტყა.

კიევში ვიზიტის დროს ქალაქში ორჯერ ჩაირთო საჰარეო დაბომბვის სირენა, რის გამოც ლიდერების განრიგი შეფერხდა, აქტივობის ნაწილი კი გაუქმდა.

12 სექტემბერს დაგეგმილია ბლინკენის ვიზიტი პოლონეთში. იქ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდება პოლონეთის ოფიციალურ პირებს, რათა განიხილონ რამდენიმე მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის თავდაცვისა და ენერგეტიკის თანამშრომლობის გაღრმავება და ორი ქვეყნის მუშაობა უკრაინის მხარდაჭერაში.


close დახურვა