logo
ENG



21 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

12 სექ 202413:42
3 წუთის საკითხავი
 

ლილოს დასახლებაში 21 წლის ქალის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის ცნობით, მოკლულს 59 ჭრილობა ჰქონდა.

შემთხვევა 28 თებერვალს მოხდა. პოლიციამ ბრალდებული ამავე დღეს ზუგდიდში დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.


close დახურვა