logo
ENG



ბორელი ჰომოფობიურ კანონზე: მოვუწოდებ, გაიწვიონ კანონი - ის ქვეყანას EU-ის გზას მეტად ააცდენს

18 სექ 202412:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/18/l2r62hdifpz0rvv.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი პარლამენტის მიერ პროპაგანდისტული, ჰომოფობიური კანონის დამტკიცებას X-ზე განცხადებით ეხმაურება და მოუწოდებს ოცნებას, გაიწვიოს კანონი, რომელიც "ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს".

"საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", რომელიც ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს", - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე. 

კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ

პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა. ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. 


close დახურვა