logo
ENG



ოთარ ზურაბიშვილის თქმით, მთავრობამ ლევილში ღონისძიებაზე ქართველთა სათვისტომო არ მიიწვია

23 სექ 202412:38
3 წუთის საკითხავი
 

ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ლევილის მამულში დაგეგმილ ღონისძიებაზე სათვისტომო არ მიიწვია.

ლევილის ღონისძიებაზე 1924 წლის აჯანყებას და დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 11 დახვრეტლ წევრს იხსენებენ.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ოთარ ზურაბიშვილი მოახლოებულ არჩევნებზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს ემიგრანტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზეც.

"საფრანგეთში, ლევილის ტერიტორიაზე აღინიშნება პირველად ამ მთავრობის მიერ 1924 წლის ეროვნული აჯანყების მეასე წლისთავი. ქართველთა ისტორიული სათვისტომო, რომელიც სათვისტომო, რომელიც 100 წლის მანძილზე ყოველ წელს, როგორც ამ წელს, აღნიშნავს ამ უაღრესად მნიშვნელოვან და ისტორიულ თარიღს, არ არის მოწვეული.

პრო-რუსული მთავრობა ლევილის ჩაკეტილი კარების მიღმა ცდილობს, არჩევნებისთვის მოტყუებით მოიზიდოს ხმები, შეიფარდოს აჯანყების უნიკალური სიმბოლო და სცადოს დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ვითომ სწორ გზაზე დგას. სიმართლე სულ სხვაა და არავის აღარ სჯერა მთავრობის ეროვნული აღტაცების.

სწორედ 1924 წლის აჯანყება თავისი უკომპრომისო წინააღმდეგობით შეგვახსენებს, რა არის და უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი და სამომავლო ბრძოლა. ძალაუფლება, რომელიც ხვალ გაივლის სასაფლაოზე, არის ის, რომელიც ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში, ეს იქნება მისვენებული პოლიტიკური ემიგრანტების შეურაცხყოფა.

არა ლევილის პრივატიზაციას, არა დამოუკიდებლობის ბრძოლის სიმბოლოების მისაკუთრებას, არა რუსულ მთავრობას!", - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი. 


close დახურვა