logo
ENG



30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ კონგში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

24 სექ 202417:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/24/zw041os5c3r3g71.jpeg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2024 წლის 30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

"ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე. 

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ კონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია", - წერია განცხადებაში.

28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. 


close დახურვა