logo
ENG



როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის კვლევა 10-22 სექტემბერი

27 სექ 202421:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/27/zvze2dnlxj2npi6.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 32%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 20%
  • კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 11.9%
  • გახარია - საქართველოსთვის - 11.9%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9.9%
  • ლეიბორისტული პარტია - 5%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4.7%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3.6%
  • ჩვენ - დავით ქაცარავა - 0.7%
  • სხვა პარტიები - 0.3%

2024 წლის 19 სექტემბრის პარტიული რეიტინგები იხილეთ აქ. 

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 10.09-22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

 

close დახურვა