logo
ENG



ნეთანიაჰუ: ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს

27 სექ 202419:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/27/dirqzuhj0qk5k63.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებების განხილვას გააგრძელებს.

"ჩვენი გუნდები შეიკრიბნენ, რათა აშშ-ის ინიციატივა განეხილათ, თუ როგორ მივაღწიოთ საერთო მიზანს - ადამიანების უსაფრთხოდ დაბრუნება სახლებში. ჩვენ ამ დისკუსიებს უახლოეს დღეებში გავაგრძელებთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მანამდე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტაზე გლობალური მოწოდებები უარყო.

ვაშინგტონმა ისრაელი გააფრთხილა, რომ შემდგომი ესკალაცია მხოლოდ გაართულებდა ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობის სახლში დაბრუნებას.

ისრაელმა ამის შემდეგ განაგრძო საჰაერო თავდასხმები, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა ლიბანში და რამაც რეგიონული ომის შიში კიდევ უფრო გაამძაფრა.

27 სექტემბერს ისრაელის და ლიბანის სასაზღვრო ქალაქ შებააში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ოჯახის ცხრა წევრი, მათ შორის ოთხი ბავშვი.

Reuters-ს ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ორშაბათის შემდეგ ისრაელის თავდასხმებმა ქვეყანაში 600-ზე მეტი ადამიანია სიცოცხლე შეიწირა.

ამასთან, ჰეზბოლამ განაცხადა, რომ 27 სექტემბერს რაკეტები ისროლა კირიატ-ატასკენ, რომელიც მდებარეობს ქალაქ ჰაიფას მახლობლად, საზღვრიდან 30 კილომეტრში და ქალაქ ტიბერიასის მიმართულებით. მისი თქმით, ეს თავდასხმები იყო პასუხი ისრაელის მხრიდან ლიბანის სოფლებსა და ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე.

 

 

 


close დახურვა