logo
ENG



რომის პაპმა მხარეებს ლიბანში, ღაზაში, პალესტინასა და ისრაელში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

29 სექ 202419:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/29/ukh9csjg1v27m6u.jpg

ბელგიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ რომის პაპი, ფრანცისკე სიტყვით გამოვიდა და ომის მონაწილე მხარეებს ლიბანში, ღაზაში, პალესტინასა და ისრაელში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"მე ვთხოვ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ლიბანში, ღაზაში, პალესტინასა და ისრაელში. მძევლები უნდა გაათავისუფლონ და ჰუმანიტარული დახმარება უნდა შეუშვან", - განაცხადა რომის პაპმა.

ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ლიბანში კონფლიქტის ესლაკაციასა და ინტენსიფიკაციას ტკივილით და ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალს.

"ლიბანი შეტყობინებაა, მაგრამ ამ მომეტში ესაა შეტყობინება, რომელიც იხლიჩება", - აღნიშნა მან.

 

close დახურვა