logo
ENG



სად გავაჩეროთ მანქანა? - დროება

29 სექ 202419:52
3 წუთის საკითხავი
 

იმ დროს, ენერგიას და ფულს, რასაც წლებია თბილისის მერი პირად პიარზე და წარმოჩენაზე ხარჯავს თბილისზე და თბილისელებზე ზრუნვაში რომ დაეხარჯა იქნებ თბილისი არ ყოფილიყო საცობის ქალაქი, იქნებ თბილისში ნაკლები ავარიული სახლი ყოფილიყო, იქნებ დროულად დასრულებულიყო გზების რებილიტაცია და ა.შ.

მაგრამ ამდენი სად სცალია მერს - გლობალურ ფრონტზე იბრძვის, მსოფლიო წესრიგი უნდა გადააწყოს. ამასობაში კი თბილისი საცხოვრებლად უკიდურესად არაკომფორტულ, არაჯანმრთელ და შეუსრულებელი დაპირებების ქალაქად იქცა. ერთ-ერთი ასეთი შეუსრულებელი დაპირება საპარკინგე სივრცეების მოწყობა იყო. ძველი სითი პარკის გაგდება, ოცნების კამპანიებში, ლამის სააკაშვილის მძიმე მემკვიდრეობის ჩამონათვალში ერთ-ერთ წამყვან პრობლემად ფიგირურებდა. 


close დახურვა