logo
ENG



ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო კალაძის განცხადებას ეხმაურება

30 სექ 202409:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/30/dejknawypva5t32.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ საქართველომ  რუსეთთან ურთიერთობა თავად უნდა დაარეგულიროს.

"საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ამჟამად არ არსებობს. ამიტომ, საარჩევნო კამპანიისას საქართველს ტერიტორიულ მთლიანობასა და სხვა მითიურ ტერმინებზე მცდარი სპეკულაციების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბება უნდა დაიწყონ. 

რაც შეეხება აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობას - ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული მოკავშირეები არიან. აფხაზეთ-რუსეთის ინტერსახელმწიფოებრივი ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ეფუძნება, მათ შორის ისეთებს, რომლებიც აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ დაცვას განსაზღვრავს.

რაც შეეხება მომავალში საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ", - წერია განცხადებაში.

კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, თუ ქვეყნები ამით დაინტერესებულნი არიან.

 


close დახურვა