logo
ENG



"საქართველოში აღიარეს შეცდომები"- რუსული სამთავრობო მედიები კალაძის განცხადებაზე

01 ოქტ 202400:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/01/3arlmgilvgsetmw.jpeg

რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები თბილისის მერის კახა კალაძის კომენტარს, სადაც ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას "პოზიტიურად" აფასებს, პროპაგანდისთვის იყენებენ.

პროპაგანდისტული მედიასაშუალებები Ria.ru და tass.ru კალაძის განცხადებას ავრცელებენ სათაურებით: "კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ დაუშვა შეცდომები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით", "საქართველოში აღიარეს, რომ მათ შეცდომები დაუშვეს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით".

28 სექტემბერს რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვის თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით".

29 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ლავროვის ამ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ხელისუფლება ამას პოზიტიურად აფასებს".

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ "მოელის, რომ რუსეთი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს".


close დახურვა