logo
ENG



კობახიძე აშშ-ში ვახშამზე მიწვევის გაუქმებაშიც ე.წ. გლობალური ომის პარტიას ადანაშაულებს

02 ოქტ 202414:41
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე აშშ-ში ვახშამზე მიწვევის გაუქმებაშიც ე.წ. გლობალური ომის პარტიას ადანაშაულებს

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ის, რომ იგი აშშ-ის პრეზიდენტი ვახშამზე არ მიიწვიეს, ასევე, ე.წ. გლობალური ომის პარტიის მიზეზით მოხდა. ქართული ოცნება და მისი ლიდერები ე.წ. გლობალური ომის პარტიას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების მიზეზადაც ასახელებენ. ამავე დროს, კი ვერ ამბობენ, ვინ არიან ე.წ. გლობალური ომის პარტიის უკან, რომლის შესახებაც მათ გარდა არავის სმენია და რომლის არსებობასაც მათ გარდა არავინ ამტკიცებს.

"რაც შეეხება ვახშამს, თუ ხელის ჩამორთმევას, იქ მონაწილეობას. იქ იყო მიწვეული პრაქტიკულად ყველა დელეგაცია, რამდენი ქვეყანაც არის გაეროში, დაახლოებით 200 ქვეყანა. ამ 200 ქვეყნიდან რამდენია ავტორიტარული, მათ შორის კონსტიტუციურად გაფორმებული ავტოკრატიით? დაახლოებით ნახევარი, ხო? დაახლოებით ნახევარი არის თვითაღიარებული ან სხვებისგან აღიარებული ავტოკრატია. ასამდე ქვეყანა იყო მიწვეული ამ ვახშამზე, რომელთაც გაფორმებულ თუ გაუფორმებელი ავტოკრატია აქვთ საკუთარ ქვეყანაში, მათ შორის ერთპარტიული მმართველობა... და ისინი იყვნენ მიწვეული. სად არის აქ ლოგიკა? ლოგიკა არის ერთადერთ რამეში, ამ შემთხვევაშიც ყველაფერში ურევია გლობალური ომის პარტიის ხელი. ვიღაცები განაწყენებულები იმის გამო, რომ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები 2022 წლიდან და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ასეთი აქტები", - განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრადიციულ მიღებაზე სტუმრების სიიდან ირაკლი კობახიძე ამოიღოფორმულას აშშ-ის საელჩოში უთხრეს, რომ მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის მიმართ მზარდი შეშფოთებაა.


close დახურვა