logo
ENG



რუსეთში ორ ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა [ვიდეო]

04 ოქტ 202409:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/04/b45igq9d0qa4vxn.png

რუსეთში ორ ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა.

ვორონეჟის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე დრონი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა ცისტერნას. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი ავრცელებს.

გუსევი ამბობს, რომ საჰაერო ძალებმა უკრაინის უპილოტო საფრენები მოიგერია, თუმცა ერთი-ერთი დრონი ნავთობბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რამაც შემდგომში ხანძარი გამოიწვია. მისივე თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა პერმის მხარეში მდებარე კერძო ნავთობბაზაზე.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი 10 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ადგილზე 60-ზე მეტი მეხანძრე და 19 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

ცნობილია, რომ ცეცხლი უკიდია საწვავის ავზს. ამასთან, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.


close დახურვა