logo
ENG



სახელმწიფო დეპარტამენტი: არჩევნებს ვუყურებთ, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლისთვის

04 ოქტ 202423:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/04/2ms2bog32gla4j8.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს უყურებენ, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლისთვის.

"რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს. ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებისადმი ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ.

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ვუყურებთ ამ არჩევნებს, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი შეხედულება ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორიისა და ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავების მიტოვების თაობაზე", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით". თავის განცხადებაში ლავროვმა ქართული ოცნება ისევ შეაქო. 

 

 

close დახურვა