სომხეთის წარმომადგენლობა NATO-ში X-ზე წერს, რომ ისინი NATO-სთან ერთობლივი წვრთნებითა და თავდაცვის რეფორმებით თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებენ.
"იქიდან გამომდინარე, რომ NATO პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს მტკიცედ უჭერს, სომხეთი აპირებს გასული 30 წლის მიღწევებს დაეყრდნოს და გააღრმავოს თანამშრომლობა ალიანსთან ერთობლივი წვრთნებითა და თავდაცვის რეფორმებით, რაც მომავალი გამოწვევებისთვის მოგვამზადებს", - წერია განცხადებაში.
ამასთან, განცხადება NATO-სა და სომხეთს შორის პარტნიორობის 30 წლისთავთან დაკავშირებით ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სამხრეთ სამეზობლოში, ხავიერ კოლომინაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ KFOR-ის მისიაში სომხეთის დიდი ხნის განმავლობაში შეტანილ წვლილს მიაესალმება.
"დღეს 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთი NATO-ს პარტნიორი გახდა. მას შემდეგ, ჩვენ შევქმენით ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აქტიური პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული ურთიერთთანამშრომლობის მეშვეობით. განსაკუთრებით მივესალმები სომხეთის დიდი ხნის განმავლობაში შეტანილ წვლილს ნატოს KFOR-ის მისიაში", - წერს კოლომინა.