logo
ENG



"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - 20 ოქტომბერს თბილისში 4 ლოკაციიდან მარში გაიმართება

08 ოქტ 202423:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/08/n99ei5xfg67vk2q.jpg

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - 20 ოქტომბერს თბილისში, 19:00 საათზე 4 ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში გაიმართება. 

მარშის ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები - ჩემი ხმა ევროკავშირს, საქართველოს მომავლის აკადემია, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს ევროპული ორბიტა, ყვარლის ევროკლუბი, დემოკრატიის მცველები, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

"საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს;

საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას;

საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს;

საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე საქართველო ირჩევს ევროკავშირს! ვიკრიბებით ოთხ ლოკაციაზე:

  • მარჯანიშვილის მოედანი;
  • გმირთა მოედანი;
  • რესპუბლიკის მოედანი
  • 300 არაგველის მოედანი.

და როგორც ადრე - შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე.

ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ არავისი სხვისი, ეს ქვეყანა არის ჩვენი", - წერია მარშის აღწერაში. 


close დახურვა