logo
ENG



ხაზარაძე: ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა

04 ოქტ 201911:03
3 წუთის საკითხავი
 
hoo6m5y01ss0zxc.png

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრს კომპეტენციას უწუნებს. ხაზარაძის თქმით, მაია ცქიტიშვილს „წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა.“

„ის შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში კორუფციის ნიშნებია, უწყებაში ტენდერები გამჭვირვალედ არ ტარდება და ივანიშვილს კონკრეტული რჩევა მისცა.

„ივანიშვილს ჰგონია, ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მე მას ვურჩევ, რომ მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოთ კერძო კომპანიებს, თუ რა სახის კორუფციაა ინფრასტრუქტურის სისტემაში,” - განაცხადა ხაზარაძემ.

 

 


close დახურვა