logo
ENG



ბესელია: სად იყვნენ "ოცნების" დეპუტატები მაშინ, როცა გენდერული ნიშნით შეურაცხყოფას მაყენებდნენ?

04 ოქტ 201919:50
3 წუთის საკითხავი
 
h13znys9qzjt6fu.jpg

ორმაგი სტანდარტი - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია მმართველი გუნდისა და გენდერული საბჭოს წევრი ქალი დეპუტატების გამოხმაურებებს მამუკა ხაზარაძის სექსისტურ განცხადებაზე მინისტრ მაია ცქიტიშვილის მიმართ.

„სად იყვნენ "ოცნების" დეპუტატები მაშინ, როცა გენდერული ნიშნით შეურაცხყოფას მე მაყენებდნენ?“ - აცხადებს ბესელია.

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი პროტესტის ნიშნად გენდერული საბჭოს დატოვებას აპირებს, რომელსაც თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. მას ბესელია უმოქმედობასა და ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. თავად ჩუგოშვილი კომენტარზე უარს ამბობს.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილის მიმართ სექსისტური განცხადება გუშინ გააკეთა.


close დახურვა