რუსეთმა ავარიების შემთხვევაში საქართველოსგან და აზერბაიჯანისგან 600 მეგავატის ოდენობით ელექტროენერგიის იმპორტი ითხოვა. როგორც რუსული სახელისუფლებო გამოცემა TASS წერს, ამის შესახებ ჟურნალისტებს INTER RAO-ს საბჭოს წევრმა ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"დიახ, ჩვენ მივმართეთ ორ ქვეყანას: აზერბაიჯანს და ვკითხეთ საქართველოს მოწოდების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. იმპორტის შესაძლებლობას განვიხილავთ და მივმართეთ ორ მეზობელ ენერგოსისტემას, რათა მოგვაწოდონ საავარიო რეჟიმების პერიოდში", - თქვა მან.
"თუ იქნება საავარიო რეჟიმები, მაშინ ჩვენ, "სისტემური ოპერატორის" მოთხოვნით, მივმართავთ ორ ენერგოსისტემას - საქართველოსა და აზერბაიჯანს - თხოვნით, მზად იყვნენ ჩვენთვის 300-300 მეგავატი გამოყონ", - დაამატა პანინამ. მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანისგან კომპანიას პასუხი ჯერ არ მიუღია
რუსეთმა ავარიების შემთხვევაში ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოსგან ითხოვა
16 ოქტ 202414:09
3 წუთის საკითხავი