logo
ENG



"დაიცავი შენი ხმა, მომავალი შენია" - კოალიცია ცვლილებისთვის ახალი პლატფორმა წარადგინა

19 ოქტ 202420:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/19/2dwiyiy6o2ys8qd.png

"დაიცავი შენი ხმა, მომავალი შენია" - კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, თენგო თევზაძემ დღეს შესაბამისი პლატფორმა წარადგინა.

როგორც თევზაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 030 უბანზე კოალიციას 4 000-ზე მეტი დამკვირვებელი ეყოლება.

გარდა ამისა, 26 ოქტომბერს, წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან, საიტი 2024ELECTION.GE ამოქმედდება. ცნობილია, რომ 2024ELECTION.GE-ზე ყველა დათვლილი უბნიდან საარჩევნო ჩეკები ყოველწუთობრივი განახლებით აიტვირთება.


close დახურვა