აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, ჩინეთი მის პროვოცირებას ვერ გაბედავს, რადგან პრეზიდენტი სი ძინპინი მას პატივს სცემს და იცის, რომ გიჟია.
ტრამპი ამტკიცებს, რომ ტაივანის ბლოკადის თავიდან ასაცილებლად სამხედრო ძალის გამოყენება არ მოუწევს.
ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა დაემუქრა, რომ თუ უკრაინაში შეიჭრებოდა, მოსკოვის ცენტრს დაარტყამდა.
"ვუთხარი, მოსკოვის შუაგულში დაგარტყამ. ჩვენ მეგობრები ვართ, არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მაქვს", - თქვა ტრამპმა.