logo
ENG



სერგეი ლავროვს საქართველოში "მეორე ფრონტის" შესახებ ოცნების განცხადებების "სჯერა"

22 ოქტ 202418:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/22/i7qezuob0vn8hht.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ "სჯერა" საქართველოში "მეორე ფრონტის" შესახებ ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებების.

რუსული მედია IZVESTIYA-ს ჟურნალისტმა 22 ოქტომბერს ყაზანში, BRICS-ის სამიტის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, თითქოს დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას სთავაზობდა, რაზეც მან თქვა, რომ "არ არსებობს საფუძველი, ამ განცხადების არ სჯეროდეს".

"ვერ ვხედავ საფუძველს, ამის [განცხადებების] არ მჯეროდეს. მათ მაგალითად მოჰყავთ დიალოგი დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ მათ სამხედრო მოქმედებებისკენ რუსეთთან. მე არ მაქვს საფუძველი მათ არ ვენდობოდე", - თქვა სერგეი ლავროვმა.

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ქართული ოცნება ირწმუნება, რომ დასავლეთი საქართველოს "მეორე ფრონტის" გახსნისკენ მოუწოდებს. ამ კონტექსტში, მმართველი გუნდი არა მხოლოდ დასავლეთზე, არამედ უკრაინელ პოლიტიკოსებსა და საქართველოს ოპოზიციონერებზეც ლაპარაკობს.

"მეორე ფრონტის" გახსნის კონსპირაციებზე არაერთხელ ისაუბრა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა. 21 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ის ამტკიცებდა, რომ ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს "ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირმა სამი-ოთხი დღე ბრძოლა, შემდეგ კი პარტიზანული ბრძოლის ტყეში გაგრძელება შესთავაზა".


close დახურვა