გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების, აი, ფაქტის ინფორმაციით, წელს ქართული ოცნება ადმინისტრაციულ რესურსს, კერძოდ კი მერიის თანამშრომლებს კარდაკარის პრინციპით წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს.
აი, ფაქტის ექსპერიმენტმა ჩაატარა, სადაც ე.წ გამგებლები, ანუ მერის წარმომადგენლები თავად ადასტურებენ, რომ პარტიული პროპაგანდა-აგიტაციისთვის ძალისხმევას არ იშურებენ და ეს ეამაყებათ კიდეც.
"მით უმეტეს, რომ ამ საქმეში არც კანონი აფერხებთ. მათ კანონდარღვევად ეთვლებათ, მხოლოდ: წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას".
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება წერს, რომ არაერთ რეფორმაგავლილი საარჩევნო კოდექსი პრობლემად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მერიაში დასაქმებულები საღამოს 6 საათიდან "მეორე სმენაში" მუშაობენ – ქართული ოცნებისთვის ხმების მოსაზიდად. ან შვებულებას იღებენ მერიაში და ამ დროს პარტიას წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარებიან.
ექსპერიმენტის შედეგად გამოვლენილი ფაქტები ნათელს ხდის, რომ კანონის ეს ჩანაწერი ყველა მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალებას აძლევს.
სტატიის სრული ვერსია და გამომძიებელ ჟურნალისტთა ექსპერიმენტი წაიკითხეთ "აი,ფაქტზე".