კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე წერს და აცხადებს, რომ ამ დღეებში ერთადერთი ამოცანაა - ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების ლეგიტიმაციის არ დაშვება.
"გეგმა რა არის (ჩემი აზრით), ვიცი რომ ბევრი კითხულობთ:
ახლა, ამ დღეებში გვაქვს ერთადერთი ამოცანა - რუსებისთვის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების ლეგიტიმაციის არ დაშვება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარედან.
რას ვაკეთებთ ამისთვის:
1. გუშინდელი აქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ, შიგნით თუ გარეთ დაინახა (და კიდევ დაინახავს) რომ მოქალაქეები არ აღიარებენ ამ რიცხვებს და აპირებენ ბოლომდე ბრძოლას (სიტყვა ‘ბოლომდე’ არის აქ მნიშვნელოვანი) თავისუფლებისთვის
2. პრეზიდენტმა საჯაროდ, საერთაშორისო მედიის წინაშე განაცხადა, რომ ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია და არ სცნობს ცესკოს შედეგებს
3. ოთხმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელთაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, ერთ ხმაში თქვეს, რომ არ აპირებენ ცესკოს რიცხვებზე დაყრდნობით შეკრებილი პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, რადგან თვლიან რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნები მოპარეს
4. ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ისევე როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, აგროვებენ გაყალბების მტკიცებულებებს, ახარისხებენ, შიფრავენ გაყალბების სქემებს, აწვდიან ამ ყველაფერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს
ამით ვართ ახლა დაკავებული და ამ ყველაფერმა უკვე მოიტანა შედეგი. ოღონდ, ჯერ ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ჩათვალეთ, ესაა პირველი ეტაპი.
რა იქნება ამის შემდეგ: იქნება ის, რასაც დავიმსახურებთ ჩვენი ბრძოლით
ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ. ქოცები და რუსები დამარცხდნენ. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. ეს მათაც იციან.
ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ჩვენს მხარეს არიან მეგობრები, დემოკრატიული ქვეყნების სახით. მათ მხარეს არის უხეში ფიზიკური ძალა, დეზინფორმაციის მანქანა, პესკოვი, მედვედევი და სიმონიანი", - წერს ის Facebook-ზე.