logo
ENG



მდინარაძის მტკიცებით, ჰელსინკის კომისიის განცხადება შეურაცხმყოფელი, უკიდურესად ტენდენციურია

30 ოქტ 202412:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/30/lve0og0cttpaq4a.png

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებით "კრიტიკული აღიარება" იყო, ხოლო მისივე მტკიცებით, ჰელსინკის კომისიის განცხადება, შეურაცხმყოფელია.

"მინდა, რომგამოვეხმაურო აშშ-დან გუშინდელ გაკეთებულ განცხადებებს. ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო - ერთი ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოსთვის. მეორეს მე დავარქმევდი კრიტიკულ აღიარებას, იქ რაღაც შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცეებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისთვის", - ამტკიცებს მამუკა მდინარაძე.

**

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა, დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას". 

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს გამოემაურა და განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები დააზიანა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების არაერთმა შემთხვევამ, ასევე ამომრჩევლის შევიწროებამ და დაშინებამ.


close დახურვა