logo
ENG



სექსუალური ძალადობა და ცემა - ოპოზიცია ჯიშკარიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

07 ოქტ 201920:14
3 წუთის საკითხავი
 
hfo3z0uirn8bx0s.jpg

სექსუალური ძალადობა და ცემა - ამ მუხლებით მიმდინარეობს საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის წინააღმდეგ გამოძიება, თუმცა ბრალი ჯერ მისთვის გამოძიებას არ წაუყენებია. დაზარალებულად არც თამთა თოდაძეა ცნობილი, რომელიც ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობას ედავება.

თოდაძემ დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით დღეს პროკურატურას მიმართა. შუამავალი, რომელიც სექსუალურ ძალადობაში სავარაუდო მსხვერპლის დედას "ქართული ოცნების" დეპუტატის წინააღმდეგ სარჩელის გამოტანას სთხოვდა, დღეს სამართალდამცავებმა გამოკითხეს. თუმცა, მას საქმის დეტალებზე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საკრებულოს ოპოზიცია ილია ჯიშკარიანისთვის საკრებულოს მანდატის შეჩერებას ითხოვს. უმრავლესობაში კი გამოძიების დასრულებას ელოდებიან. სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ილია ჯიშკარიანი ამ ამბის გახმაურების შემდეგ კამერებთან არ ჩნდება. თანამშრომლების ინფორმაციით, ის გულის პრობლემების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. თუმცა, ჯიშკარიანის მოთხოვნით, საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განმარტებებს არ აკეთებენ.

ამ წუთებში კი ქალთა მოძრაობა სოლიდარობის აქციას მართავს პროკურატურასთან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საგამოძიებო უწყებამ ბრალი წარუდგინოს თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს.

ავტორი:ნინო ვარძელაშვილი.


close დახურვა