logo
ENG



ლავროვი: მზად ვართ, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება გავაგრძელოთ

05 ნოე 202417:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/05/9wlutbxg3dtamf0.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კვლავ ამბობს, რომ რუსული მხარე მზადაა, გააგრძელოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი.

ეს განცხადება მან რუსულ სამთავრობო მედია Ria Novosty-სთან ინტერვიუში გააკეთა.

"ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ამას პატივისცემით ვეკიდებით. მზად ვართ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ", - თქვა მან.

რუსეთის საგარეო მინისტრს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ჰკითხეს. ის ამტკიცებს, რომ აშშ და ევროკავშირი "ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის".

"სინამდვილეში, საუბარი მიდის არჩევნებზე ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ განვითარებასა და გარედან კონტროლს შორის, ტრადიციულ ღირებულებებსა და გარედან დაწესებულ ნეოლიბერალურ დამოკიდებულებებს შორის", - ირწმუნება ლავროვი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ "რუსეთი საქართველოსთან კონტაქტებს ინარჩუნებს".


close დახურვა