logo
ENG



უკრაინამ დრონებით ბრიანსკში საბრძოლო მასალის საცავებზე იერიში მიიტანა

10 ნოე 202414:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/10/4755hjsy5qdrvtu.png

უკრაინამ რუსეთში, ბრიანსკის ოლქში საბრძოლო მასალის საცავებზე, რომლებიც მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრშია განლაგებული, დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას გენშტაბი ავრცელებს.

მათვე ცნობით, იერიშის შედეგად სულ მცირე 8 აფეთქება დაფიქსირდა.

"ცნობილია, ხანძრის სულ მცირე ორი კერის შესახებ, რომელიც სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გაჩნდა. მოხდა განმეორებითი აფეთქებას. ამ დროისთვის ბრიანსკში ძლიერი ხანძარია", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

ჯერჯერობით უცნობია მოჰყვა თუ არა აფეთქებას მსხვერპლი.

დღეს დილით, ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. მოსკოვის მერი ამბობდა, რომ თავდაცვის ძალებმა სულ მცირე 22 დრონი ჩამოაგდეს, მოგვიანებით ინფორმაცია შეიცვალა და რუსულმა მხარემ თქვა, რომ 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, აქედან 14 ბრიანსკის ოლქში.


close დახურვა