logo
ENG



11 თვე უხელფასოდ - ონკოლოგიური კლინიკის ექიმები აქციების გაგრძელებას აანონსებენ

11 ივნ 202020:19
3 წუთის საკითხავი
 

ონკოლოგიური კლინიკის ექიმებმა, რომლებსაც ხელფასი 11 თვეა არ აუღიათ კლინიკის ეზოში აქცია გამართეს. ისინი შიშობენ, რომ კლინიკა შესაძლოა დაიხუროს და საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ. აქციის მონაწილეებს დღეს პასუხი არავინ გასცა. 

ხელისუფლების ყოფილი წევრები ფიქრობენ, რომ მედპერსონალი ხელისუფლების მხრიდან ტრეფიკინგის მსხვერპლია. პრობლემას კი საერთოდ არ იცნობს ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი. ხუნდაძე ფიქრობს, რომ სამინიტროს საქმეებში ვერ ჩაიხედება

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით ხელისუფლებას  კონკრეტული გეგმა და ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს ექიმების პრობლემების მოგვარება. ექსპერტები ეჭვობენ, რომ შესაძლოა ექიმების ნაწილი შენობის რეაბილიტაციის შემდეგ უსამსახუროდ დარჩეს. 

ონკოლოგიური კლინიკის თანამშრომლების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება  საპროტესტო აქციებს ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართავენ.


close დახურვა