logo
ENG



11 ინფიცირებული მედიკოსი რესპუბლიკურში - სოფელი მეტეხი, შესაძლოა, ჩაიკეტოს

15 ივნ 202020:36
3 წუთის საკითხავი
clock 485

სოფელი მეტეხი, შესაძლოა, კოვიდაფეთქების ახალი კერა გახდეს და ჩაიკეტოს. მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების წყარო მედპერსონალი გახდა. 5 კოვიდინფიცირებულის კონტაქტებს ამ დრომდე სწავლობენ. 

მედიკოსების კლასტერი იზრდება - რესპუბლიკურ საავადმყოფოს 2 კოვიდდადებითი თანამშრომელი დაემატა, სამი ინფიცირებული გამოვლინდა გორში, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უნდა დაბრუნებოდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი გრძელდება გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

ინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობა 14 პროცენტამდეა. დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მედიკოსთა ტესტირება გახშირდება, საფრთხის ზრდის გამო, ორი კვირის ნაცვლად, ტესტირებას მათ კვირაში ერთხელ ჩაუტარებენ. 


close დახურვა