11 მაისს, ევროპის დღეს, თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური მანიფესტაცია გაიმართება.
ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა.
"მინდა, რომ დაიმახსოვროთ ეს თარიღი - 11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველამ ერთად. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ კალენდრებში. შეიძლება ვიღაცას იცნობთ, ვინც არ მოდის ხოლმე აქ და აი, 11 მაისამდე, ყველამ ავიღოთ ეს დავალება რომ ადამიანები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ არ ყოფილან, ჩვენთან ერთად მოვიყვანოთ", - თქვა მან.