logo
ENG



ერდოღანი: თურქეთი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

13 ნოე 202419:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/13/z42tudd3vqpne2u.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

მისივე განცხადებით, თურქეთის მთავრობა მისი ხელმძღვანელობით ისრაელთან ურთიერთობას არ გააგრძელებს და პალესტინის გვერდით ბოლომდე დადგებიან.

"ჩვენ პალესტინის გვერდით მის სამართლიან საქმეში ბოლომდე დავდგებით. ჩვენ მჩაგვრელს, სახელად ნეთანიაჰუს და მის ბანდას, კანონის წინაშე პასუხს ვაგებინებთ. ქვეყანა, რომელმაც ისრაელის სისასტიკის მიმართ ყველაზე მძაფრი რეაქცია გამოავლინა და ყველაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, უდავოდ არის თურქეთი", – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.


close დახურვა