logo
ENG



"24 საათი ეს აქცია იდგება აქ" - გვარამიას განცხადება თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე

17 ნოე 202420:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/17/pgro6fzv8unmuoj.png

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება, აქცია კი იქ 24 საათის განმავლობაში იქნება. ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე კარვებს შლიან.

"მორჩა სეირნობა, სიარული, ჟივილ-ხივილი, ყველაფერი მორჩა, ვიბრუნებთ სამშობლოს. ვკეტავთ ყველაფერს.... ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. არც სხვა მაგისტრალებზე. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია", - თქვა მან.

კოალიციის წევრები მსვლელობით სახელმწიფო უნივერსიტეტამდე მივიდნენ, პარალელურად სხვა მსვლელობები კი რუსთაველის გამზირზე.


close დახურვა