logo
ENG



NATO-ს გენერალური მდივანი: მოვუწოდებ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას

19 ნოე 202416:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/19/ra0p71ia9q6qrur.jpg

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომდე ჟურნალისტებთან საუბრისას NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ საქართველოს მოუწოდა, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისკენ დაახლოების ამბიციებს უნდა დაუბრუნდეს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მათ შორის, თავის ამბიციებს, რომ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს, მაგრამ მოდით, დღეს საქართველოზე ბევრს ნუ ვისაუბრებთ", - თქვა მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას.


close დახურვა