logo
ENG



რეჟიმის ანგარიშსწორება ახალგაზრდებთან

22 ნოე 202419:35
3 წუთის საკითხავი
 

მშრალი შიმშილობის მეოთხე დღე. აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე პროტესტის უკიდურეს ფორმას არ წყვეტს. კიდევ ერთ დაკავებულს - მათე დევიძეს პატიმრობა შეუფარდეს. რეჟიმმა ახალგაზრდას მძიმე მუხლი მიუყენა. 

აქტივისტების მიმართ ივანიშვილის რეჟიმი განსაკუთრებულ სისასტიკეს მიმართავს. გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლო ეყრდნობა იმ პოლიციას, რომელიც თავად ძალადობდა აქციის მონაწილეებზე. მიუხედავად რეჟიმის მკაცრი ზომებისა, ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ეს ფაქტები პირიქით მოქმედებს და მათი ბრძოლის მოტივაციას ზრდის. 


close დახურვა