The Times of Israel-ის ცნობით, ჰეზბოლამ ცენტრალურ ისრაელზესარაკეტო შეტევა განახორციელა. გავრცელებული ინფრომაციით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.
მედიის ინფორმაციით, 70 წლის ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო მსუბუქი დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა.
ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმას ლიბანის არმიის 1 სამხედრო შეეწირა, ხოლო 18 დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ინციდენტი გამოძიების ქვეშაა. IDF-მა განაცხადა, რომ ლიბანის სამხედროებზე თავდასხმა შემთხვევითი იყო და მათი რეალური სამიზნე ჰეზბოლას მებრძოლები იყვნენ.